წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში, დევნილებისათვის

მრავალბინიანი სახლების მშენებლობა დაიწყება. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. მრავალბინიანი 6 სახლის ასაშენებლად 30 მილიონ 653 ათას 705 ლარი იყო გათვალისწინებული.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ , სააქციო საზოგადოებამ ,,ტრანსმშენი”, მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. კომპანია სამუშაოებს 28 მილიონ 999 ათას ლარად შეასრულებს. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.

საგარანტიო ვადა სამუშაოების დასრულებიდან 365 კალენდარული დღეა. საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *