შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,

 

დღეს, 16:30 საათიდან იმერეთში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება.

“აღნიშნულ მონაკვეთზე საბაგირო გზის მადნეულის გადასაზიდი ვაგონი დაზიანდა, რომლის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა არაუმეტეს ერთი საათისა აიკრძალება. როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება,”-აცხადებენ შსს-ში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *