საზოგადოება
14 იანვრიდან ავტომობილები, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, ავტომატურად დაჯარიმდებიან

შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება

იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა,"-აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
როგორი იყო ქუთაისის ცენტრალური ბულვარი და ახლანდელი მერიის
მიმდებარე ტერიტორია.
17:24 / 19.03.2019
როგორი იყო ქუთაისის ცენტრალური ბულვარი და ახლანდელი მერიის მიმდებარე ტერიტორია.
ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპლაინი მოეწყობა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ
ელექტრონული
11:37 / 19.03.2019
ოკაცეს ჩანჩქერზე ზიპლაინი მოეწყობა. დაცული ტერიტორიების სააგენტომ ელექტრონული
ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ. ახალაშენებულ კორპუსში,
რომელშიც დევნილები
13:30 / 18.03.2019
ქუთაისში დევნილები დახმარებას ითხოვენ. ახალაშენებულ კორპუსში, რომელშიც დევნილები
ზესტაფონის ბაზარში ქალბატონისათვის ჩანთის გატაცების გამო ერთი
პირი დააკავეს.
12:15 / 18.03.2019
ზესტაფონის ბაზარში ქალბატონისათვის ჩანთის გატაცების გამო ერთი პირი დააკავეს.
ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
20:54 / 16.03.2019
ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მარტი  »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 2 - 12 °C
img
ქუთაისი 3 - 15 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ქუთაისი-ფარცხანაყანევისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,
13:35 / 18.02.2019
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელის გია გოქაძისა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
12:17 / 20.02.2019