ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე

 

“სოკარ ჯორჯია გაზის” ჭიათურის მენეჯერს, გაიოზ ერაძეს, შეხვდა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, მუნიციპალიტეტში ავარიული სიტუაცია არ ფიქსირდება. საჭიროების შემთხვევაში მზად არიან მოქალაქეებს 24 საათიან რეჟიმში დაეხმარნონ.

მერის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, ჭიათურაში მრავალსართულიანი კორპუსების შემოწმება აუცილებელია. ” სოკარ ჯორჯია გაზის” თანამშრომლებს შემოწმებაში მუნიციპალიტეტში შემავალი აიპიების ტექნიკური პერსონალი დაეხმარება.

“ყველანი შეძრული ვართ მომხდარით და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის ,რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები. ამდენად, პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მოსახლეობის ინფორმირება უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ”. – განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *