თბილისში პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)” ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის

“სუფთა რეგიონი” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. კონკურსი გასული წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე “სუფთა რეგიონის”, “სუფთა მუნიციპალიტეტის”, “სუფთა ქალაქის/დაბა”, “სუფთა სოფლის/თემი”, “სუფთა ქუჩის”, “ლამაზი ეზოსა” და “ლამაზი აივნის” გამოვლენა იყო.

ნომინაციაში (კერძო) ,,ლამაზი ეზო” გამარჯვებულად დასახელდა ხონის მუნიციპალიტეტი, ჯილდო გადაეცა ხონში მცხოვრებ აკაკი გედენიძეს.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.


 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *