შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,

საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟი გრძელდება.  მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.

“ჭკვიანი კამერები” ჩაირთო ქუთაისი-ფარცხანაყანევისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზებზე. მოძრაობის დასაშვები სიჩქარე კი 60 კმ/სთ-ია.

“მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. თბილისის-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) – ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი), კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).”- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

კამერები ასევე წყალტუბო-ქუთაისის გზაზეც ჩაირთო. 

ფოტო: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *