ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი

კონფერენცია თემაზე: “საქართველოს პარლამენტი 100 წლისაა” გაიმართა. მომხსენებლებმა დამფუძნებელთა კრების, დიმიტრი ნაზარიშვილის, საქართველოს პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებისა და ქართული არმიის შესახებ ისაუბრეს.

“დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი, ძალიან ავტორიტეტული არმია, რომელსაც საზოგადოების ნდობის ძალიან მაღალი ხარისხი აქვს. ვარ ამაყი, რომ ვარ ჯარისკაცი და ვემსახურები საქართველოს. ქართული არმია დაიწყო ეროვნული მოძრაობის იმ გულანთებული ადამიანებისაგან, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ ქართული არმიის რიგებში მსახურობის. განვითარების ეტაპები მოვიდა დღემდე, სადაც უკვე თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავედით, რასაც უკვე დასავლური ტიპის არმია ჰქვია და 27 წელი, რასაც ქართული არმია ითვლის საკმარისი არ არის და მომავალში უფრო მეტ განვითარებას მივაღწევთ,”-განაცხადა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციის “პროგრესული თაობა” ორგანიზებითა და ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტისა და სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ჩართულობით ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *