გურამ ფილიპაშვილი 70 წლისაა. 40 წელზე მეტია, რაც სხვადასხვა ფულის ერთეულს, მონეტებს, ბანკნოტებს აგროვებს.

მისი პირადი კოლექცია 220 ქვეყნის ფულის ერთეულისაგან შედგება. მის საკუთრებაში 50 000-ზე მეტი მონეტაა. ნუმიზმატი სხვადასხვა კუპიურების დაგროვებით რამდენიმე ათეული წლის წინ დაინტერესდა. თავდაპირველად, ის მარკების შეგროვებით იყო გატაცებული. მისი ცხოვრების გატაცება კი ერთმა შემთხვევამ შეცვალა.

“ადრე მარკებს ვაგროვებდი. ოფიცერთა სახლში ყოველ შაბათ-კვირას მარკების კოლექციონერები იკრიბებოდნენ ხოლმე. ერთი ასეთი შეხვედრის დროს, ჩემთან ერთ-ერთი სამხედრო პირი მოვიდა. შემომთავაზა მარკების გაცვალა პეტრე პირველის 1799 წლის 10-კაპიკიანზე. დავთანხმდი,”-ამბობს გურამ ფილიპაშვილი.

ფილიპაშვილი წიგნის ავტორიცაა. მან ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე “ბანკნოტების მიმოქცევა საქართველოში” გამოსცა. მისი აზრით, მსოფლიომ საქართველოში არსებული სიმდიდრის შესახებ უნდა იცოდეს. გურამ ფილიპაშვილმა რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ნუმიზმატთა პირველი კავშირიც ჩამოაყალიბა და ხშირად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში.

ნუმიზმატის კოლექციამ საქართველოში ბრიტანეთის ელჩის აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ხშირად აქვს შემოთავზებები კოლექციის გასხვისებაზე, თუმცა, ფილიპაშვილს შეგროვებული ბანკნოტებისა და მონეტების დათმობა უჭირს.


ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *