საზოგადოება
ოკაცეს კანიონი ვიზიტორებს 19 მარტიდან მიიღებს
ოკაცეს კანიონი ვიზიტორებს 19 მარტიდან მიიღებს. კანიონის ინფრასტრუქტურის განახლება დასრულდა. რამდენიმე თვის წინ ხიდზე საფარი დაზიანდა, რის გამოც კანიონი ვიზტორებისთვის დაიხურა. 


დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია,კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის საფარი.

ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფ. გორდის მიდამოებში მდებარეობს.


კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
| Print |