ქუთაისის აეროპორტი 2019 წლის თებერვლის თვის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს აქვეყნებს.

გასულ თვეში ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ვენა დასახელდა. ტოპ ხუთეულში მოხვდა რომი, პრაღა, ათენი, მემინგენი.

2019 წლის 1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ავიაკომპანია “ვიზეარი” ბარის, ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ტალინის, ბაზელის და ეინდჰოვენის მიმართულებებით იფრენს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *