საზოგადოება
"ყოველი დილა ბრძოლით იწყება"-"ქალების სათქმელი" ქუთაისიდან
"ქალების სათქმელი"- ქუთაისში წარმატებულმა ქალებმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. პირადი ისტორიები აუდიტორიას მხატვარმა, მორაგბემ, იურისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ტყვიის მსროლელმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უამბეს. მათ იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რისი გადალახვაც ქალებს წარმატების მისაღწევად და თავის დასამკვიდრებლად უწევთ.

"თვითდამკვიდრებისათვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო"-ამბობს მხატვარი ლია უკლება და განმარტავს, რომ პირადი ისტორიის გაზიარება სხვა ქალებისათვის სტიმულის მისაცემად გადაწყვიტა.

"მოვედი, რომ სხვა ქალებს მოვუყვე ჩემი სათქმელი. ვუთხრა ჩემი გამოცდილების, ჩემი შრომის შესახებ. მინდა, ჩემი ერთი მაგალითით ადამიანები გავაძლიერო. ჩემი ყოველი დილა ბრძოლით იწყება. სამწუხაროდ, საქართველოში ქალებმა თავის დამკვიდრებისათვის ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ,"-აცხადებს უკლება.

საჯარო გამოსვლების პანელის ორგანიზატორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოა.

"შეხვედრა ქალთა ღირსების, მათი თავისუფლების წარმოჩენას ემსახურება. ღონისძიება მიზნად ისახავს იმ სტერეოტიპების მსხვრევას, რომლებიც მათ ცხოვრებისეულ გზაზე ჰქონდათ. ეს ყველაფერი ქალთა წარმოჩენისა და გაძლიერებისათვის კეთდება,"-განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

ღონისძიებით გენდერული საბჭო ქალთა ისტორიის თვეს შეუერთდა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების და მათი მნიშვნელობის წარმოჩენა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციის თანახმად,
14:53 / 19.04.2019
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციის თანახმად,
ქუთაისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, შესაძლოა,
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწესრიგოს.
12:21 / 19.04.2019
ქუთაისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, შესაძლოა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოაწესრიგოს.
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
22:10 / 18.04.2019
ქუთაისში უპატრონო ძაღლთა რეგიონალური თავშესაფარი მოეწყობა.
ხარაგაულში გუშინ, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები
აღმოფხვრილია.
13:05 / 18.04.2019
ხარაგაულში გუშინ, სტიქიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემები აღმოფხვრილია.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აპრილი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
თბილისი 4 - 9 °C
img
ქუთაისი 7 - 14 °C
img
ბათუმი 8 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
ომარ ნიშნიანიძე არგონავტების გზის გასავლელად "არგოს" აშენებს
ისტორიკოსმა ომარ ნიშნიანიძემ არგონავტების გზის გავლა გადაწყვიტა
12:11 / 03.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019
"ქუთაისში ნიჭიერი სილამაზე დავინახე"-ოლგა ბაბლუანი
ქუთაისი  განსხვავებული ისტორიებით, ადამიანებით, დამოკიდებულებებითა და "ნიჭიერი სილამაზით"-ოლგა ბაბლუანის საავტორო გადაცემაში
18:21 / 15.04.2019