საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: მიმდინარეობს გამოძიება
ქუთაისში "კორსო იტალიას" მენეჯერის დაკავებას უარყოფენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მათი განმარტებით, საქმეზე ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

"11 მარტს, საგამოძიებო სამსახურში შემოვიდა განცხადება შპს ,,აი სი არ ტრეიდის" კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ"ქვეპუნქტით. რაც შეეხება დაკავების საკითხს, ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა,"-აცხადებენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, "კორსო იტალიას" ქუთაისის ფილიალის მენეჯერს 15 000 ლარის მითვისებას ედავებიან.


| Print |