ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში,

შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

დადგინდა, რომ ბრალდებულები შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *