საზოგადოება
ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა
ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სადგურში აცხადებენ, რომ შემთხვევა მორიგეს დაუდევრობამ გამოიწვია.

"ელექტრომატარებელი #683 გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური,"-აცხადებენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მატარებელს მგზავრები ბათუმის მიმართულებით გადაჰყავდა.



ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |