ქუთაისში “მოსკოვის ლილიპუტების ცირკი” აღარ ჩამოვა.

წარმოდგენა მიმდინარე წლის 30 მარტს უნდა გამართულიყო. როგორც მესხიშვილის თეატრში განაცხადეს, მათი მხრიდან შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და დაგეგმილი ვიზიტი ცირკის წარმომადგენლობამ გააუქმა.

“ცირკის წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ, ბოდიში მოგვიხადეს და გვითხრეს, რომ ვეღარ ჩამოვლენ.  სავარაუდო მიზეზად დასახელდა, რომ ბილეთები არ გაიყიდა,”-განაცხადეს მესხიშვილის თეატრში.

ცირკის კოლექტივს 25 წლის ისტორია აქვს. მისი დამაარსებელი, რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი ინულია სუშკოვაა, რომელიც თავად არის ყველა ნომრის ავტორიც. მის მიერ დადგმულ წარმოდგენებში ცხოველები არ მონაწილეობენ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *