ტყიბულში, ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკის პროექტისთვის 100-მდე ადამიანის შერჩევა-გადამზადება იგეგმება,

რომლებიც 6 თვის განმავლობაში სტაჟირებას ჩინეთში, ძიანქსის პროვინციის ტექსტილის საწარმოში გაივლიან. პროექტში ჩართვა 25-დან 45 წლამდე ასაკის მსურველებს შეუძლიათ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირების პერიოდში უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ფართით, კვებითა და ყოველთვიური სახარჯო ფულით. დაბრუნების შემდეგ, გადამზადებული კადრები ადგილობრივებს შეასწავლიან ახალ საქმეს და დასაქმდებიან ტყიბულის ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკაში.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია, ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკები დამზადდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *