აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ლექტორ-მასწავლებლებთან

ერთად ატოცში რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. მათი თქმით, საქართველოს მიწის არც ერთი გოჯი არ აქვს დასაკარგი და ერთად დგომით, სიყვარულით და არა ზიზღით ბოროტებას აუცილებლად დაამარცხებენ:

“ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია. რუსები თითქმის ყოველ დღე იტაცებენ ჩვენს მიწებს. მე, გარდა იმისა, რომ ვარ სტუდენტი, ვარ ორი შვილის დედა. დღევანდელ აქტივობას ჩემს შვილებს ვუძღვნი. თუ ჩვენ არ დავიცათ ჩვენს სამშობლოს ვერაფერს დავუტოვებთ მათ. ყველა ახალგაზრდას ვთხოვ, რომ უფრო აქტიურები იყვნენ და გვერდით დავუდგეთ სამშობლოს.ჩვენი ქვეყნის მომავალი აქ წყდება და არცერთი გოჯი მიწა არ უნდა დავუთმოთ არავის.”- განაცხადა აქციის მონაწილემ, ნანა ჩხობაძემ.

სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზთან ლექსები წაიკითხეს. აქციაში ჩაერთო უნივერსიტეტის ანსამბლი “ადილა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *