ქუთაისში სოციალური მუშაკების გაფიცვა მესამე დღეა გრძელდება.

აქციის მონაწილეები კვლავ მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ და ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ლოკაციებზე გადაადგილების ხარჯების დაფარვა საკუთარი ხელფასიდან უწევთ. სოციალური მუშაკები ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან შექმნილი სიტუაციის გამო და აცხადებებნ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

“ეს ადამიანები ცარიელი ხელებით იბრძვიან და იბრძვიან იმისათვის, რაც დგას რეალურად პრობლემები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. სოციალური სამუშაო ახალი პროფესიაა საქართველოში. ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა ზრუნვაზე.ამჟამად სოციალურ მუშაკებს დაემატათ 30-ზე მეტი საქმე, ოღოდნ შესაბამისად ანაზრაურება არ მომატებიათ. არც სერვისები მიწოდებიათ, რათა მოხდეს მათი გადამზადება და სოციალურმა მუშაკმა შეძლოს თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულება. არ აქვთ არავითარი მხარდაჭერა მთავრობისა და არცერთი სტრუქტურის მხრიდან. ეს ადამიანები თავიანთი გულუხვი შრომით იბრძვიან იმისათვის, რომ მოქალქეების კეთილდღეობა იყო გაუმჯობესებული”.- განაცხადა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრმა ნანა იდაძემ. 

დღესვე ქუთაისში მომუშავე სოციალური მუშაკები ქალაქის მერს შეხვდნენ. მათი განცხადებით, მერი მათ პარკინგის მოწყობას დაჰპირდა, რადაგან სხვა საკითხები მის კომპეტენციაში არ შედის. 

სოციალური მუშაკების მოთხოვნებთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ. მისი თქმით, წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება. 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს – 1500 ლარამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *