“დასავლეთ საქართველოში გუშინ აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი ქროდა,

დღეს კი შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. სწორედ ამიტომ, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია თოვლი,”-განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.

მისი თქმით, 2-3 აპრილს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8-დან +12 გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება მთიან რაიონებს, აქ მოსალოდნელია ტემპერატურის ცვლილება +2-დან +7 გრადუსამდე. 

4-აპრილს შესუსტდება ნალექის ინტენსივობა. 5 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით ტემპერატურა +20 გრადუსიდან +22 გრადუსამდე მოიმატებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები, რაც დოდო გზაზავას თქმით, ტემპერატურის ცვლილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *