ძლიერი ქარის მიერ მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში.

როგორც უწყებებში აცხადებენ, შექმნილია შესაბამისი კომისიები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. ქუთაისში სტიქიის შედეგებს კი მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლები ითვლიან.

“უკვე დავასრულეთ გადასახური მასალების გადაცემა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდნენ და სახლის სახურავის გარეშე დარჩნენ, ან სახურავი დაუზიანდათ. ამაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვეხმარება. ჩვენს სამსახურებთან ერთად ამ დრომდე ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს ყველა ოჯახის პრობლემის გადაჭრა,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ქუთაისში ქარმა ქალაქის მასშტაბით თხუთმეტი ოჯახი დაზარალდა. მთლიანად რეგიონის მასშტაბით კი, 113 კერძო სახლსა და 22 კორპუსს ნაწილობრივ გადახადა სახურავი. დაზიანებულია 20–მდე სხვადასხვა დაწესებულების სახურავიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *