ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათსა და ზესტაფონში

განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას თქმით, გაწეული საქმიანობის მთავარი მიღწევა მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება იყო. საბჭოების ნაწილი განახლდა, ხოლო ნაწილი თავიდან შეიქმნა. როგორ ნინო ხუხუა ამბობს, საკითხზე სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის ინტერესი მაღალია.

“მთავარი მიღწევა მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება იყო. საბჭოების ფორმირების ფარგლებში, შევეცადეთ იდენტიფიცირება მოგვეხდინა სხვადასხვა საჭიროების. მოგვეხდინა მათი ლობირება თვითმმართველობის დონეზე. ნაწილი პრობლემების ასახულია 2019 წლის თვითმმართველობის ბიუჯეტებში, ნაწილი კვლავ რჩება მოსაგვარებელი და ვიმედოვნებთ, მომავალ წლებში მოგვარდება,”-განაცხადა ნინო ხუხუამ.

დასახელებული პრობლემები ძირითადად ორივე მუნიციპალიტეტში უმუშევრობას, სოციალურ პროგრამებსა და სერვისებს, სკოლამდელ განათლების სისტემას, ინფრასტრუქტურას ეხება. რაც შეეხება ზესტაფონს, აქ გარემოსდაცვითი საკითხებიც გამოიკვეთა.

“მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის” დაფინანსებულია “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *