ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მარტის თვეში 53 316 მგზავრს მოემსახურა.

აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 %-ით მეტია.

“ზრდა ფიქსირდება შესრულებული რეისების კუთხითაც. 2019 წლის მარტში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 185 რეისი შესრულდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 71 %-ით მეტია,”-წერია აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.

აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით,. გააჩნია 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *