9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. დღევანდელ დღესთან

დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში. ქალაქის ცენტრალურ ბაღში მდებარე 9 აპრილის მემორიალს მოქალქეები ყვავილებით შეამკობენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. იქვე 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყობა.

მემორიალთან მივლენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 11 სთ-ზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 12 საათზე კი 9 აპილის გმირებს “ნაცნონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გაიხსენებენ. 

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

9 აპრილის გმირები არიან:  აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი -16 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის
თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 25 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე -33 წლის; თამარ მამულიშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი; მამუკა ნოზაძე – 22 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 23 წლის; გია ქარსელაძე-25 წლის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *