ქუთაისში ქუთაისელი ჟურნალისტის, რედაქტორისა და პოეტის მაკა ჯაიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

პირველი პოეტური კრებული ავტორმა ქუთაისის მედიასკოლის სტუდენტებს წარუდგინა. კრებულს “შაქარყინული” ჰქვია.

შეხვედრის ფარგლებში, მაკა ჯაიანმა მოსწავლეებს ჟურნალისტიკაში საკუთარი ცოდნა გაუზიარა და საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მაკა ჯაიანი დაიბადა ქუთაისში. მუშაობდა ბეჭდურ მედიაში, როგორც ჟურნალისტი, რედაქტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ორჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ავტორად სოციალურ თემებზე მომზადებული სტატიებისთვის. ამჟამად მუშაობს “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში”, არის პორტალ  csogeorgia.org-ის რედაქტორი. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *