გასულ თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი დაფიქსირდა.

სტატისტიკას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით – 29, იმერეთში _ 50, გურიაში – 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 12, აჭარაში – 16, მცხეთა-მთიანეთში – 4, შიდა ქართლში – 36, ქვემო ქართლის მასშტაბით – 48, სამცხე-ჯავახეთში კი – 49 ფაქტი დაფიქსირდა.

“2018 წლის ამავე პერიოდში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო ერთ წელიწადში გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების რაოდენობა თითქმის განახევრდა,”-აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135,55 მ3-მდე ხე-ტყე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *