საზოგადოება
ქუთაისში, ძეგლებთან და ტურისტულ ობიექტებთან საინფორმაციო დაფები და აბრები განთავსდა
ქუთაისში, ძეგლებთან და ტურისტულ ობიექტებთან საინფორმაციო დაფები და აბრები განთავსდა. ჯამში, ქალაქის მასშტაბით, 16 საინფორმაციო დაფა და 4 აბრა დაიდგა. მათზე ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა დატანილი.  

რადიო "ძველი ქალაქისათვის" მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაფები და აბრები შემდეგ ტერიტორიებზე გადანაწილდა: წითელ ხიდსა და თეთრ ხიდთან, ოქროს ჩარდახთან, ცენტრალური ბულვარის შესასვლელთან, 9 აპრილის მემორიალთან, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმთან, ვაჟა ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, დები იშხნელების, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, მერაბ კოსტავას და იპოლიტე ხვიჩიას ძეგლებთან.

დაფებისა და აბრების განთავსებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 10 000 ლარზე მეტი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ინდმეწარმე, გიორგი დარსაველიძემ, შეასრულა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
21:29 / 15.12.2019
"თაობათა დიალოგი" აქცია–ღონისძიებას "ის მაინც არსებობს!"
ტიბულის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიან
21:08 / 15.12.2019
ტიბულის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიან
ბაღდათში, კაკასხიდში ელია წინასწარმეტყველის
20:58 / 15.12.2019
ბაღდათში, კაკასხიდში ელია წინასწარმეტყველის
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 2 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 12 °C
img
ბათუმი 7 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019