საზოგადოება
ქუთაისში შშმ პირები მეფუტკრეობის, ვებ დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებით გადამზადდებიან
ქუთაისში შშმ პირთა დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ორი პროგრამა განხორციელდება. პროექტების დაფინანსებას ქუთაისის მერია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანადაფინანსების პრინციპით უზრუნველყოფენ. გამარჯვებული პროექტები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ წარადგინა.

"წელს ორი ახალი პროექტი შეირჩა. გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. ერთი მათგანი მეფუტკრეობის მიმართულებას მოიცავს, ხოლო მეორე ვებ დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებას,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

პროექტების განხორციელებას "აღორძინება 2002" და "განათლების განვითარებისა და დასაქმების" ცენტრი უზრუნველყოფს. პროგრამებს ქუთაისის მერია 18 000 ლარით დააფინანსებს, ხოლო დანარჩენ ხარჯებს თავად ორგანიზაციები გაიღებენ. 10 000 ლარი "განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისათვის", ხოლო 8 000 ლარი "აღორძინება 2002"-სთვისაა გამოყოფილი.

"მეფუტკრეობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. დღეს შეიძლება 100 ოჯახი ფუტკარი გყავდეს, ხოლო მომავალ წელს არც ერთი. პროექტის ფარგლებში, ამ საქმის შესწავლაში 12 ბენეფიციარს დავეხმარებით,"-განაცხადა "აღორძინება 2002"-ის თავმჯდომარემ, თემურ ჭეიშვილმა.

მსგავსი პროექტები გასულ წელსაც განხორციელდა. გადამზადდა 30 შშმ პირი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წითელი კვერცხი და პასკა სააღდგომო სუფრის მთავარი შემადგენელი
ნაწილია.
16:40 / 25.04.2019
წითელი კვერცხი და პასკა სააღდგომო სუფრის მთავარი შემადგენელი ნაწილია.
აღდგომის დღესასწაულზე ქუთაისში მუნიციპალური სასაფლაოების
მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
16:20 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულზე ქუთაისში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა
გაიხსენეს.
22:52 / 24.04.2019
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს.
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა
გაიხსენეს.
22:52 / 24.04.2019
რეზო ჭეიშვილი დღეს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილებმა გაიხსენეს.
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარეობს.
15:31 / 23.04.2019
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარეობს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 6 - 17 °C
img
ქუთაისი 7 - 19 °C
img
ბათუმი 9 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019