საზოგადოება
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, სატრანსპორტო საშუალებებისათვის მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, დახლოებით ერთი თვის განმავლობაში პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, გამარჯვების მოედნამდე, დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერია ავრცელებს. 

სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება მ.ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება.

ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება. ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას გველესიანისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩის კვეთამდე შეძლებენ გრიშაშვილის მიმართულებით. აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
შეგახსენებთ, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3.7 მლნ ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს "ორიენტირი" ახორციელებს.

გზის საფარის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლომდე უნდა  დასრულდეს.
| Print |