საზოგადოება
საქართველოში 2020-2030 წლისათვის დაცული ტერიტორიებს გაზრდა იგეგმება
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციის თანახმად, საქართველომ ქვეყანამ 2020-30 წლისათვის დაცული ტერიტორიების გაზრდის ვალდებულება აიღო.

"ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ქვეყანაში რაც არის მწვანე საფარი მათი რაოდენობა გაიზარდოს. მოხდეს მათი მართვა მდგრადად. უნდა შემცირდეს ზეკაფვები და ერთ-ერთი მისი დაცვის საშუალება არის დაცული ტერიტორიების გაფართოვება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკოსისტემისათვის. კლიმატის ცვლილება ნაკლებად ახდენს ზიანს ისეთ ტერიტორიებზე, ეკოსისტემებზე, რომელიც უფრო ნაკლებად არის დაიზანებული."- განაცხადა რადიო "ძველ ქალაქთან" საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს წარმომადგენელმა კახაბერ მდივანმა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო პირობიან და უპირობო ვალდებულბებს იღებს.

მაგალითად, უპირობო ვალდებულებებში გაწერილია წინასწარ გამოვლენილ 1500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება 2030 წლისათვის. ასევე, 2030 წლისათვის, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

პირობიანი ვალდებულებების მიხედვით, ფინანსური და ტექნიკური დახმარების შემთხვევაში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას 2030 წლისათვის გაატყიანოს/განაახლოს 35 ათასი ჰექტარი, რაც ასევე მოიცავს ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებას შერჩეულ ან აღდგენას დასაქვემდებარებელ ტერიტორიებზე, რომელიც საჭიროებს გატყიანებას/განახლებას.

ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისათვუს და დამატებითი დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის დაგეგმისათვის 2020-2030 წლებში საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანა იღებს ვალდებულებას გაზარდოს დაცული ტერიტორიები 0,52 მილიონი ჰექტარიდან 1,3 მილიონ ჰექტარამდე (საქართველოს ტერიტორიების 20%), რომელიც მოიცავს მინიმუმ 1 მილიონ ჰექტარ სატყეო ტერიტორიას.


ფოტო:apa.gov.ge
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
13:56 / 24.05.2019
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
19:34 / 23.05.2019

რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

EMC და საია ჭიათურაში, შპს
16:24 / 23.05.2019
EMC და საია ჭიათურაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ვახტურ რეჟიმზე მომუშავე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019
ზედამხედველობის სამსახურმა კაფე "სავანეს" მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
16:58 / 30.04.2019