საზოგადოება
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარეობს
ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა მიმდინარეობს. სასურსათო კალათას ქალაქის მასშტაბით 1906 მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები და მადლიერების სახლის ბენეფიციარები, შშმ პირები მიიღებენ. უკვე გაცემულია 1080 სააღდგომო ნობათი.

"ნობათში თავმოყრილია 10 დასახელების პროდუქტი, მათ შორისაა ქათამი, შაქარი, კარაქი მაიონეზი და სხვა. ამისათვის სულ 59 986 ლარი დაიხარჯა,"-განაცხადა მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, მონიკა ვაჩიბერაძემ.

სააღდგომო ნობათების გაცემა 24 აპრილს დასრულდება.


ფოტო: "ძველი ქალაქი"
| Print |