ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან

შეიკრიბნენ და ებრაელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. აქციას ორგანიზება ქუთაისის ქალთა კლუბმა და ებრაელთა საზოგადოებამ გაუწია.

“აქცია სპონტანურად, დღეს დაიგეგმა.  ძირითადი აქცია თბილისში, ოსკარ შინდლერის აკადემიის (რექტორის მაქს მეირ შავიტი) ინიციატივით გაიმართა და მას ქუთაისმაც დავუჭირეთ მხარი. ამ აქციით არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ებრაელი ხალხის მშვიდობას, არა მარტო უარს ვუცხადებთ ტერორიზმს და ზოგადად ძალადობას მსოფლიოში, არამედ ამ ადგილზე პატივს მივაგებთ ყველა ადამიანს, რომლებიც მისი სამშობლოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ,”-განაცხადა ქუთაისის ქალთა კლუბის პრეზიდენტმა, მაკა ხეცურიანმა.

“მსოფლიოს მშვიდობა, როგორც არასდროს ისე სჭირდება. ებრაელთათვის საქართველო მეორე სამშობლოა და ქართველთათვის ისრაელი არის დიდი სიწმინდე. ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ,”-განაცხადა მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრმა, ია იაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *