ჭიათურის მერიის ინფორმაციით, ჭიათურა-საჩხერის გზაზე,

სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნონ.

“ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში გეოლოგები, მაშველები და განსაკუთრებულ საქმეთა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი მუშაობდა. მათ ადგილზე შეისწავლეს არსებული ვითარება. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები წყლის მიმართულების მისაცემად,”-აცხადებენ ჭიათურის მერიაში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეწყერი გზის სავალი ნაწილიდან მოშორებით ჩამოწვა და გადაადგილებას ხელს არ უშლის, საფრთხე არც მოსახლეობას ემუქრება, რადგან დასახლებული პუნქტი სტიქიის ზონიდან ორ კილომეტრშია.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 მაისს, ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ღელე დაგუბდა.

ფოტო: ჭიათურის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *