გავრცელებულ ინფორმაციას, ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე,

პრომეთეს მღვიმეში ბილეთის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, უარყოფენ დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში. უწყებაში აცხადებენ, რომ ბილეთის ფასი იგივე დარჩა და ძველ ფასთან მცირედი სხვაობა ელექტრონული სისტემით მომსახურებამ გამოიწვია.

“დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს ეკოტურისტული ობიექტების განვითარებას. შემოგვაქვს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ბილეთების ელექტრონული სისტემით გაყიდვას მოიცავს. კომპანია, რომელიც ელექტრონულად ბილეთების გაყიდვას ახორციელებს, თავისი მომსახურების ფასს აწესებს. მაგალითად, სათაფლიის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქისათვის ბილეთი შვიდი ლარი თუ ღირდა, ვიზიტორებს მოუწევთ გადაიხადონ 8 ლარი. დანამატი ძირითადად 1-დან 1,50-მდე მერყეობს. თანხა მცირედით მეტია უცხოელი ტურისტებისათვის,”-განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სათაფლიის ნაკრძალი, მარტვილის კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე, ნავენახევის მღვიმე და ოკაცეს კანიონი პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *