რეგიონებში ავტოავარიების შემცირების გზებზე საქართველოს ალიანსი

 

უსაფრთხო გზებისათვის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ქუთაისში ვიზიტის დროს ისაუბრა. მისი თქმით, საგზაო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლა პრობლემებზე საუბრითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი. ლალიაშვილი განმარტავს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება.

“მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, იმერეთში ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. თუ გადავხედავთ რეგიონულ სტატისტიკას, პრაქტიკულად, სურათი გაუარესებულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცენტრალური უწყებები, არამედ რეგიონალური ხელისუფლებები ჩაერთონ საკითხის მოგვარებაში,”-განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ავტოავარიების შედეგად, გასულ წელს 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 000-მდე დაშავდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *