წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს

გამარჯვებული, მანანა კაპეტივაძე ესტუმრა. მან ინგლისური ენის მომავალი პედაგოგებისათვის მასტერკლასი ჩაატარა. 

“სტუდენტებს გავიზიარე ის უნარები, რომლებიც საკომუნიკაციო ინგლისურისათვის აუცილებელია. მთავარია, რომ მომავალმა და მოქმედმა მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და აქტიური გახადონ,”-განაცხადა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა.

მანანა კაპეტივაძემ თანამდეროვე განათლების სისტემის გამოწვევებსა და მიზნებზეც ისაუბრა.

“აუცილებელია, მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ იმის უნარი, რომ შეიძინონ და განავითარონ კრიტიკული აზროვნება. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ საკითხში თავად მივიდნენ ლოგიკურ დასკვნამდე. აუცილებელია, მოსწავლეებმა პრობლემების იდენტიფიცირებაც მოახდინონ,”-ამბობს მანანა კაპეტივაძე. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის განმარტებით, საჭიროა მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის დამოკიდებულებების შეცვლაც. როგორც კაპეტივაძე ამბობს, პედაგოგები მოსწავლეების მიმართ უფრო ტოლერანტები უნდა გახდნენ და ისინი ცალკეულ პიროვნებებად აღიარონ. 

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *