საზოგადოება
ჭოგნარში ნაგავსაყრელი აღარ აშენდება (ექსკლუზივი)
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები შეწყვიტა. როგორც რადიო "ძველ ქალაქს" გადაცემა "გამჭვირვალე პოლიტიკისათვის" ჩაწერილ ინტერვიუში კომპანიის დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა, დღევანდელი მდგომარეობით ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილის მოძებნა მიმდინარეობს.

"საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის მხრიდან ამ ეტაპზე არ ხორციელდება. შესაბამისად, შეწყვეტილია სამუშაოები, შეჩერებულია და ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარება სხვა ადგილის მოძებნაში, რომ იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტილება. დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ალტერნატიული ადგილების მოძიება. ადგილი უნდა შეირჩეს ფართობის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობიდან დაშორების მიხედვით. ანუ ყველა კრიტერიუმი რომ იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. ეს არ გახლავთ ადვილი საქმე, უნდა იყოს ყველანაირად შესაბამისობაში მოყვანილი ჯერ კანონმდებლობასთან და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან."- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, ამჯერად ალტერნატიული ადგილის შერჩევისას მოსახლე3ობის ჩართულობა მაღალი იქნება, რათა ნაგავსაყრელის მოწყობისას პრობლემები კვლავ არ შეიქმნას. რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე მოეწყობა.

"ნაგავსაყრელი იქნება იმერეთის რეგიონში ყველა ვარიანტში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ პრინციპი, რომელიც კანონით არის მოთხოვნილი, რომ არ სეიძლება ნარცენების დიდ მანძილზე ტარება. ეს არის გარემოსათვის არის საფრთხის და რისკის შემცველი."- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისთან ახლოს, ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბარი წლების განმავლობაში მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ისინი ამბობდნენ, რომ მათ საცხოვრებელთან ნაგავსაყრელი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას გამოიწვევდა. კომპანიაში კი ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნებოდა.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის აეროპორტში, საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების
14:35 / 17.07.2019
ქუთაისის აეროპორტში, საბაჟო გამშვებ პუნქტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
11:47 / 17.07.2019
"უმნიშვნელოვანესია, რომ ვიწყებთ მზადებას სტრასბურგისათვის. იმიტომ, რომ ჩვენ
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის
18:11 / 16.07.2019
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე
13:47 / 16.07.2019
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანეს" საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
კაფეს
12:10 / 16.07.2019
კაფეს "სავანე" საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 21 - 33 °C
img
ქუთაისი 18 - 30 °C
img
ბათუმი 20 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019