საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის

მოწყობის სამუშაოები შეწყვიტა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” გადაცემა “გამჭვირვალე პოლიტიკისათვის” ჩაწერილ ინტერვიუში კომპანიის დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა, დღევანდელი მდგომარეობით ნაგავსაყრელის მოსაწყობად ალტერნატიული ადგილის მოძებნა მიმდინარეობს.

“საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის მხრიდან ამ ეტაპზე არ ხორციელდება. შესაბამისად, შეწყვეტილია სამუშაოები, შეჩერებულია და ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარება სხვა ადგილის მოძებნაში, რომ იყოს კონსტრუქციული გადაწყვეტილება. დღევანდელი მდგომარეობით მიმდინარეობს ალტერნატიული ადგილების მოძიება. ადგილი უნდა შეირჩეს ფართობის მიხედვით, კუთვნილების მიხედვით, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობიდან დაშორების მიხედვით. ანუ ყველა კრიტერიუმი რომ იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული. ეს არ გახლავთ ადვილი საქმე, უნდა იყოს ყველანაირად შესაბამისობაში მოყვანილი ჯერ კანონმდებლობასთან და შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან.”- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, ამჯერად ალტერნატიული ადგილის შერჩევისას მოსახლე3ობის ჩართულობა მაღალი იქნება, რათა ნაგავსაყრელის მოწყობისას პრობლემები კვლავ არ შეიქმნას. რეგიონული ნაგავსაყრელი იმერეთში, თუმცა სხვა ტერიტორიაზე მოეწყობა.

“ნაგავსაყრელი იქნება იმერეთის რეგიონში ყველა ვარიანტში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ პრინციპი, რომელიც კანონით არის მოთხოვნილი, რომ არ სეიძლება ნარცენების დიდ მანძილზე ტარება. ეს არის გარემოსათვის არის საფრთხის და რისკის შემცველი.”- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისთან ახლოს, ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბარი წლების განმავლობაში მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ისინი ამბობდნენ, რომ მათ საცხოვრებელთან ნაგავსაყრელი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას გამოიწვევდა. კომპანიაში კი ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნებოდა.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *