დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება და მუშაობის სპეციფიკა
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაზე, მუშაობის სპეციფიკასა და სამსახურისადმი მიმართვის პროცედურების შესახებ დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ ქუთაისში ვიზიტის დროს ისაუბრა. მისი განმარტებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს და ახორციელებს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ. როგორც ქეთევან ცინცაძე აცხადებს, თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ მოსამართლემ ჩაიდინა გადაცდომა, მას შეუძლია მიმართოს დამოუკიდებელ ინსპექტორს. მოკვლევის შემდეგ, თუ მოსამართლეს დაუდგინდა გადაცდომა, მას გარკვეული პასუხისმგებლობები დაეკისრება.

"ძირითადად ვლინდება გადაცდომის სხვადასხვა სახეები, რომლებზეც საჩივრების უმეტესობაა წარმოდგენილი. ეს არის საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, ეთიკის წესების დარღვევა, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, მოსამართლეს ეძლევა შენიშვნა, საყვედური თუ მკაცრი საყვედური ან თანამდებობიდან თავისუფლდება,"-განაცხადა ქეთევან ცინცაძემ.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ამბობს, რომ ხშირად მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მოსამართლისადმი გადაცდომის დამტკიცების შემთხვევაში, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უქმდება, რაც არასწორია.

"ინდივიდუალური მოქალაქისათვის ვერანაირი შედგი ვერ მოჰყვება გადაცდომის დადგენას. საქმეზე ზეგავლენას ვერ მოახდენს ინსპექტორის მოკვლეული გარემოება,"-ამბობს ცინცაძე.

2017-2018 წელს ინსპექტორის სამსახურში წარმოდგენილია 449 საჩივარი, ხოლო 2019 წლის მონაცემებით, 85 საჩივარი.

საქართველოს საერთო სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 2017 წლის 8 თებერვალს შეიქმნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებლად, დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის გამოკვლევის მიზნით გამოითხოვს, სწავლობს და აფასებს ყველა საჭირო ინფორმაციას, დოკუმენტაციასა და მასალას.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:54 / 25.10.2021

"სურსათის ბანკი" - ასე ეწოდება ახალ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანიც  სასტუმროებიდან და სუპერმარკეტებიდან საღი პროდუქტის ბენეფიციარებისთვის განაწილებას გულისხმობს.
11:54 / 25.10.2021

"სურსათის ბანკი" - ასე ეწოდება ახალ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანიც  სასტუმროებიდან და სუპერმარკეტებიდან საღი პროდუქტის ბენეფიციარებისთვის განაწილებას გულისხმობს.
07:10 / 22.10.2021

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ფასადების რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება.
07:10 / 22.10.2021

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ფასადების რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება.


სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა
15:21 / 20.10.2021

სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" პროექტის "მერების შეთანხმების დოკუმენტის მონიტორინგი და ადვოკატირება" ფარგლებში მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები გამართა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 9 - 12 °C
img
სოხუმი 6 - 13 °C
img
ფოთი 8 - 15 °C
img
თელავი 3 - 12 °C
img
მესტია -7 - 5 °C
img
ზუგდიდი 4 - 13 °C
img
ბორჯომი -2 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ,,ორი ნაბიჯის’’ თანამშრომლები გაიფიცნენ
ქუთაისში მაღაზიათა ქსელ ,,ორი ნაბიჯის’’ დისტრიბუტორები და მძღოლები გაიფიცნენ.
13:40 / 06.10.2021
გაპონოვის ქუჩაზე დაგროვებული აირის შედეგად სახლი ჩამოინგრა

ქუთაისში გაპონოვის 3 ნომერში დილის 6 საათზე დაგროვებული აირის გამო სახლი ჩამოინგრა.

11:18 / 04.10.2021
ნამახვანჰესზე კანონით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ გვაქვს - ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აცხადებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს არ გაუცია.

17:03 / 18.10.2021
იოსებ ხახალეიშვილი ტელეკომპანია ,,მთავარს’’ უჩივის

,,ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი,

11:49 / 20.10.2021
პოლიტიკის სიახლეები
,,მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო."კლოუნადის" დადგმის საშუალება არავის უნდა მივცეთ''-ირაკლი კობახიძე
16:57 / 25.10.2021
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ,ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების პარალელურად გარკვეული სახის საკვებიც მიიღო.
სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, ექიმ-რეანიმატოლოგი არის მე-18 დაწესებულებაში — ბრეგაძე
13:11 / 25.10.2021
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა.
„სიძულვილის ენა, რასაც პრემიერ-მინისტრი აფრქვევს, დიდი შიშის დასტურია“ - ხატია დეკანოიძე
16:53 / 22.10.2021

„სიძულვილის ენა, რასაც პრემიერ-მინისტრი აფრქვევს, დიდი შიშის დასტურია“-ხატია დეკანოიძე
მამუკა ხაზარაძე: იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" საკრებულო არ დაუჭერს ჩრდილოვან კაბინეტის დამტკიცებას მხარს, ჩვენ წარვადგენთ 90-დღიან გეგმას
15:34 / 22.10.2021
თბილისის მერობის მოადგილეობის კანდიდატის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადებით, თუ ოპოზიცია 30 ოქტომბერს დანიშნულ მეორე ტუში გაიმარჯვებს და "ოცნების" დაკომპლექტებული საკრებულო ჩრდილოვან კაბინეტს მხარს არ დაუჭერს, ოპოზიცია თბილისის მართვის 90-დღიან გეგმას წარადგენს.