ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.

აქცია “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისის წინ მიმდინარეობს. მაღაროელებს არც გუშინ ღამით უმუშავიათ. 

როგორც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ განაცხადა, მომზადდა წერილი, სადაც მაღაროელებმა მათი მოთხოვნები დაწერეს და მას “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციაში შეაგზავნიან.

“ხალხი ელოდება სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გამოსვლას.​ როგორც ვიცით, მან მაღაროელებს გარკვეული პირობები უნდა შესთავაზოს. მაღაროელები წინააღმდეგნი არიან, რომ შეხვედრა ხალხის გარკვეულ ჯგუფთან შედგეს. ისინი ითხოვენ, რომ ჩიქოვანმა აქციის ყველა მონაწილესთან ერთად ისაუბროს,”-განაცხადა პაატა სამხარაძემ.

მაღაროელები სამუშაო პირობებისა და კვების გაუმჯობესებას, ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *