საზოგადოება
სამტრედიაში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს თანამშრომლებმა სამტრედიაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ მიმდინარე წლის 11 მაისს, თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიაყენა მეუღლეს და იძალადა არასრულწლოვან გერზე.

"პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებული გ.გ. მეუღლესა და მეუღლის დედას - ს.ო.-ს მათი კუთვნილი მაღაზიის გადაწვით, ხოლო არასრულწლოვან გერს - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
| Print |