ევროპის დღეების ფარგლებში, აწსუ-ში საინფორმაციო აქცია მოეწყო.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

“ქუთაისში ძალიან ბევრი აქტივობა გვაქვს ჩანიშნული. დღევანდელი აქცია უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიება მნიშვნელოვანია, რათა სტუდენტებს უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ,”-განაცხადა საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

ევროპის დღეები აღნიშნავს საქართველო უკვე მეშვიდედ უერთდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *