საზოგადოება
ქუთაისში 20 ბავშვსა და მოზარდს კრიზისული ინტერვენციის უფასო პროგრამით სარგებლობა შეეძლება
ქუთაისში 20-მდე ბავშვსა და მოზარდს კრიზისული ინტერვენციის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მიეცემა. პროგრამა განკუთვნილია 6-დან 18 წლამდე ასაკის იმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც არ აქვთ განვითარების შეფერხება, მაგრამ აქვთ ქცევითი და ემოციური სირთულეები. პროგრამას ორგანიზაცია "ღია სახლი" განახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ,,ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის" ფარგლებში დაფინანსდება.

"ძალიან ბევრი ბავშვია, რომელთაც აქვს ქცევითი და ემოციური სირთულეები და სჭირდებათ ფსიქოლოგის დახმარება. იმის გამო, რომ აღნიშნული გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, ვერ იღებენ ამ სერვისს. კრიზისული ინტერვენციის პროგრამაში უფასოდ მონაწილეობის საშუალება 20 ბავშვსა და მოზარდს მიეცემა. თითოეულ ბავშვთან მუშაობა 8 ვიზიტისაგან შედგება და მოიცავს როგორც მშობლის ფსიქო-განათლებას, ასევე ბავშვის ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას,"-განაცხადა "ღია სახლის" წარმომადგენელმა, ლილე ყაზაიშვილმა.

ორგანიზაცია "ღია სახლი" ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს ბავშვებს, მოზარდებს, მშობლებს, ოჯახებს და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს. აწარმოებს ფართო სპექტრის ფსიქოლოგიურ მომსახურებას. "ღია სახლი" 2017 წელს დაარსდა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
21:39 / 20.09.2019
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა
15:57 / 20.09.2019
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ქუთაისში
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის
13:37 / 20.09.2019
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წლის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 9 - 22 °C
img
ქუთაისი 9 - 22 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019