ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა ქუთაისში

გამოუცხადეს. მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ქეყანაში მოქალაქეთა შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს და ხელისუფლებამ რეგიონების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.

“შრომითი უფლებების დაცვა ქვეყანაში უნდა იყოს პრიორიტეტი. ჭიათურა კარგი მაგალითია, როგორ არიან ადამიანები და როგორ არის შრომითი პირობები დაცული ამ ქვეყანაში. ჭიათურის მსგავსი პრობლემებია მთელს ქვეყანაში, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ ჭიათურელ მაღაროებს და მთელ ჭიათურას. ამავდროულად, ვაპროტესტებთ ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონებში და მოვუწოდებთ მათ, მეტად იზრუნონ რეგიონებსა და მოსახლეობაზე,”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ჭიათურაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელები ხელფასების 50%-ით ზრდას ითხოვენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *