ტყიბულის ქვა-ნახშირის კარიერში მომხდარ ფაქტთან

დაკავშირებით “საქნახშირის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია და კარიერზე ნახშირი უნებართვოდ მოიპოვება.

“საქნახშირის” ადმინისტრაციის განმარტებით, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა, მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ, ასევე, კომპანიამ მიმართა შესაბამის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი (მას შემდეგ, რაც ,,საქნახშირმა,, რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და ცნობის სახით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ” წიაღის ეროვნულ სააგენტოს”. კომპანიის მხრიდან წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, ვინაიდან კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს, შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. კომპანია ფლობდა ინფორმაციას, რომ ხსენებული კონტრაქტორები პერიოდულად, ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშაოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში). აქვე ვადასტურებთ, რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის საქნახშირის თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ. მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვა-ნახშირის კარიერში მიწა ჩამოიშალა და 55 წლის მამაკაცი მასის ქვეშ მოყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *