2 ივნისს ვანის მუნიციპალიტეტი “ვანელობა 2019”-ს იზეიმებს.

ღონისძიებები 13:00 საათიდან დაიწყება. ვანის მერია მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს, მოეწყობა ქუჩის აქტივობები, ასფალტზე ხატვა, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ქართული ჭიდაობისა და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირები.

14:00 საათიდან გაგა ტყემალაძის სახელობის სკვერში, ჭადრაკისა და ნარდის სამოყვარულო ტურნირები ჩატარდება, კულტურის ცენტრში კი მოეწყობა საპატიო ვანელების დაჯილდოების ცერემონიალი.

15:00 საათიდან მოეწყობა პერფორმანსი არგონავტების შემოსვლა მდინარე რიონზე.

15:30 საათზე დაიწყება ფოტოგამოფენა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტრადიციული კუთხეების წარმოჩენა და სხვა.

18:00 საათზე მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღია ცის ქვეშ ჯგუფ “არგოს” კონცერტი ჩატარდება.

19:00 საათზე მსმენელების წინაშე ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 გამოვა.

“ვანელობის” აღნიშვნა 20:30 საათზე dj zapa-ს კონცერტითა და 21:30 საათზე ფოიერვერკით დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *