ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ

აქცია კვლავ გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, მისი საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით, ქუთაისის მერიის წინ 17:00 საათიდან შეიკრიბებიან.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”

არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *