ქუთაისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის

მიმდინარე პროცესსა და სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ და კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა, გვანცა წულუკიძემ ისაუბრეს.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მოსამართლეთა დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“არა მხოლოდ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მოსაზრება, არამედ ეს არის კოალიციის მოსაზრება, რომელშიც 39 ორგანიზაცია შედის. ჩვენ მივესალმებით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს და ვთვლით, რომ ეს არის მოსამართლეთა დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს დამატებითი მოთხოვნები, როგორიც სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა ხდებოდეს თავად მოსამართლეების მიერ ადგილობრივ დონეზე. კოალიცია მხარს უჭერს რეფორმას, რომელიც ეხება მოსამართლეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობას და ითხოვს, შემცირდეს ის საფუძვლები და დაიხვეწოს, რომლითაც შესაძლებელია მოსამართლის დასჯა, რათა მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტი გარანტია არსებობდეს”,”-განაცხადა მშვენიერაძემ.

რაც შეეხება არსებულ გამოწვევებს, როგორ გიორგი მშვენიერაძე ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია კლანური მმართველობა.

“დღეს სასამართლოს ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვს, ეს არის კლანური მმართველობა. სამწუხაროდ, სასამართლოს დაპატრონებულია ერთი კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, დაკავშირებული არიან ნათესაური და ახლო მეგობრული კავშირებით. მათი სასამართლოს მართვის სადავეებთან ყოფნა ემსახურება არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არამედ მათთვის გარანტირებულ თანამდებობებს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა,”-განაცხადა მშვენიერაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *