გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეთხუთმეტე

ეტაპი დაასრულა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კვლევები მიმდინარე წელს საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა. კვლევების ფარგლებში განისაზღვრა აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა.

კვლევების შედეგად აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება თბილისში 11 წერტილში, ბათუმში 2 წერტილში, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურისა და რუსთავის თითო-თითო წერტილში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ოზონის და ბენზოლის შემცველობას, ნორმაზე გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.

კვლევები მიმდინარე წელს კვლავ გაგრძელდება.

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *