კაფე “სავანესა” და ქუთაისის მერიის დავასთან დაკავშირებთ ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოში

პროცესი გაიმართა.  პროცესს, როგორც “სავანეს” მეპატრონეები ისე, მერიის წარმომადგენელიც ესწრებოდა.  კაფეს წარმომადგენლებმა მოსამართლეს მტკიცებულებები გააცნეს.  მათ მთავარ მტკიცებულებად, რომ “სავანეს” ადგილზე წლების წინაც შენობა იყო განთავსებული, 1972 წლით დათარიღებული დოკუმენტის ასლი წარადგინეს.

“ნახაზი, რომელიც დღეს წარვუდგინეთ სასამარლოს, აბათილებს გიორგაძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს ეს იყო გადასატანი ობიექტი. როგორც ვხედავ, ის ვერ არჩევს ერთმანეთისაგან პავილიონსა და ბუნგალოს. ეს  აქარწყლებს ყველა იმ ტყუილ თეორიას, რომელსაც მერია აყალიბებს.”- განაცხადა გიორგი ტურაბელძემ.

მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ნახაზის ავთენტურობა ეჭვქვეშაა და მისი საქმისათვის დართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული ნახაზი საქმის მასალებს დაამატა. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი, ირაკლი გიორგაძე მოსამართლის გადაწყვეტილების, დოკუმენტის საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

“ნახაზი იყო ა4 ფორმატზე რაღაც ნახატები, რომლებიც გადაწებებული იყო ერთმანეთზე. არ იკითხებოდა არც ბეჭდის შტამპი, არც ხელმოწერა. მისი ავთენტურობა ეჭვქვეშ დავაყენე, თუმცა სასამართლომ სხვაგვარად განმარტა. საბოლოოდ, შემიძლია უზენაესში გავასაჩივრო, როდესაც ჩამბარდება შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მე არ ვაღიარებ მას, როგორც ავთენტურ დოკუმენტად, რომელსაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლოს გადაწყვეტილება.”- განაცხადა ირაკლი გიორგაძემ

საქმეზე მომდევნო პროცესი 25 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ.


ამავე თემაზე:


საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე “სავანეს” მფლობელები დააჯარიმეს

ქუთაისის მერიის წინ “სავანეს” მფლობელებმა ბამბუკის კონა მიიტანეს

“სავანეს” მფლობელებმა მერიის წინ მაცივარი და ბამბუკის კონა მიიტანეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “სავანეს” მფლობელები არ დაჯარიმდებიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *