კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა.

ლიცეუმმა დაახლოებით ხუთასამდე ვიზიტორს უმასპინძლა. სტუმრებს ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე შეხვდა და სასწავლებლის მიზნებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა. კადეტებმა ზურაბ მამანიშვილმა და ეთერ ბახტურიძემ პრეზენტაციის ფორმატში სტუმრებს ლიცეუმში მიღების, სწავლებისა და ცხოვრების პირობები გააცნეს.

ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრში ნახეს სიმულაციური მოწყობილობები, რომლითაც ხორციელდება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან სიმულაციური სროლები.

ფოტო: კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *